გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი facebook-ში თავის გვერდზე წერს, ომის პირველი დღიდან გაერთიანებული სამეფო და მისი ხელისუფლება უკრაინის უმნიშვნელოვანესი მხარდამჭერები არიან.
ზელენსკის განცხადებით, ლიდერებმა შეხვედრაზე უკრაინისა და გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
რიში სუნაკი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 25 ოქტომბერს გახდა. პრემიერად დანიშვნის შემდეგ, ეს კიევში მისი პირველი ვიზიტია.