მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერიერის დიზაინი და პრემიუმ ხარისხის რემონტი საჩუქრად „სიმეტრია პარკისგან“

608295dbe954b
BM.GE
23.04.21 13:34
982

ბუნებასთან და ამავდროულად, ქალაქის ცენტრთან ახლოს ცხოვრების მსურველებისთვის „სიმეტრია პარკში“ განსაკუთრებული აქცია მოქმედებს.

თუ შეიძენთ ინდივიდუალურ სახლს „სიმეტრია პარკის“ პრემიუმ კლასის დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში, დასაჩუქრდებით 60 000$ ღირებულების სერვისით - თქვენს გემოვნებაზე მორგებული ინტერიერის დიზაინითა და პრემიუმ ხარისხის მასალებით შესრულებული რემონტით.


სიმეტრია პარკი თანამედროვე საცხოვრებელი უბანია მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში, რომელიც თავისუფლების მოედნიდან 8 წუთის სავალზე, თბილისის მთავარ რეკრეაციულ ზონაში მდებარეობს - ერთისმხრივ ესაზღვრება კოჯრის ტყეს, ხოლო მეორესმხრივ მთაწმინდის პარკს.

საცხოვრებელი კომპლექსი ცენტრალური პარკის გარშემო შენდება და 31 ინდივიდუალურ კერძო სახლს და მრავალბინიან აპარტამენტებს აერთიანებს - „პანორამა ვიუ“ ხედით ქალაზე და „პარკ ვიუ“ ხედით ცენტრალურ პარკზე.

„სიმეტრია პარკში“ დაგხვდებათ გამართული ინფრასტრუქტურა, ოთხი სეზონის გამწვანება, მებაღის მომსახურება, დაცვის სისტემა, საერთო მოხმარების სივრცეები - სამუშაო სივრცე, სპორტდარბაზი, სპა და ასევე, ენერგო ეფექტური შენობები - ინდივიდუალური მზის ელექტრო სადგურით.

თუ შეიძენთ „სიმეტრია პარკის“ ინდივიდუალურ სახლს, ინტერიერის დიზაინს ესმა ხეცურიანი შეგირჩევთ. ესმა ხეცურიანი ავტორია ისეთი პროექტებისა როგორიცაა - რესტორანი „ბარბარესთან“, სასტუმრო „ესკიზი“,სასტუმრო „მემუარი“. ამჟამად, მუშაობს რესტორან „ფუნიკულიორის“, კაფე „პარნასის“, რესტორან „მაჟესტიკის“, რესტორან „ეპიზოდის“ და სხვა პროექტების ინტერიერის დიზაინზე.

შეთავაზებაში შედის უმაღლესი ხარისხის რემონტიც, რომელიც შესრულდება მოწინავე ბრენდების სამშენებლო მასალებით - ფრანგული Saint Gobain-ის weber-ის წარმოების ჰიდრო-საიზოლაციო და საფასადე ყინვაგამძლე მასალებით, ბელგიური ბრენდის - რეინერსის ვიტრაჟული კარ-ფანჯრებით, კედლები BEDEG-ის იზობლოკითაა შეფუთული.

 



(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები