მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტი საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში

BM.GE
08.11.21 15:18
498
2016 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ადამიანის უფლებათა საბჭოს მოხსენებამ, ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ძირითად უფლებად გამოაცხადა. კოვიდ პანდემიის პირობებში კი, როცა სკოლებმა, ოფისებმა სახლებში გადაინაცვალა, მსოფლიომ კიდევ უფრო მეტად დაინახა ინტერნეტის განვითარების საჭიროება. მოდი, გადავხედოთ მონაცემებს. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის 2021 წელს გამოქვენებული ანგარიში 2019 წლის მონაცემებს ეყრდნობა, რომელიც გვიჩვენებს, რომ მსოფლიო მოსახლეობის 75%–ზე მეტს აქვს წვდომა მობილურ ინტერნეტთან, შინამეურნეობების 57%–სთვის კი ინტერნეტი სახლშია ხელმისაწვდომი – ამ შემთხვევაში საუბარია ოპტიკურ–ბოჭკოვან ქსელზე. რაც შეეხება საქართველოს და მის მეზობელ ქვეყნებს. სახლში ინტერნეტზე წვდომა ნიშნავს, რომ ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია ოპტიკურ ბოჭკოვანი ინტერნეტი. რეგიონში არსებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი წვდომა ინტერნეტზე თურქეთშია, აქ შინამეურნეობების 88%–ს აქვს წვდომა სახლში ინტერნეტ კავშირზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში ზუსტად ერთნაირი მაჩვენებლებია და 79%–ს აჭარბებს. რაც შეეხება რუსეთსა და სომხეთს, აქაც თითქმის ერთნაირი რიხვები გვაქვს. მოსახლეობის დაახლოებით 77%–ს აქვს წვდომა სახლში ინტერნეტთან. რაც შეეხება ინდივიდების მიერ ინტერნეტის გამოყენებას, როგორიცაა მაგალითად მობილურის ინტერნეტი:ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რუსეთშია – 83%, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სადაც მოქალაქეების 81% იყენებს ინტერნეტს, მესამე ადგილს თურქეთი იკავებს 74%–ით, საქართველოს კი მხოლოდ სომხეთზე უკეთესი მაჩვენებლები აქვს და ჩვენი მოსახელობის 69% იყენებს ინტერნეტს. ინტერნეტს ვიყენებთ, მაგრამ საინტერესოა, რამდენად ვფლობთ შესაბამის უნარებს. საერთაშორისო ტელეკომუნიკაციების კავშირი ინტერნეტის გამოყენების უნარებს სამ ეტაპად ყოფს: საბაზისო, სტანდარტული და განვითარებული: საბაზისო უნარები მოიცავს ელექტრონული ფოსტის გაგზავნას, კოპირების, წაშლისა და ფაილების სხვადასხვა ფოლდერში გადატანის ცოდნას. ირკვევა, რომ რეგიონის ქვეყნებს შორის საქართველოში ყველაზე ნაკლებ ადამიანს აქვს მსგავსი ტიპის ცოდნა. სომხეთის მონაცემები არ იძებნება, საქართველოში კი ინტერნეტის გამოყენების საბაზისო უნარებს მხოლოდ მოსახლეობის 31% ფლობს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 38%–ია, აზერბაიჯანში კი ყველაზე მაღალი რიცხვი ფიქსირდება 42%. რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების სტადანრტულ უნარებს, რაც მოიცავს – ონლაინ პრეზენტაციების მომზადებას, ძებნის ფუნქციების ცოდნას, ახალი პროგრამების ჩამოწერა და დაინსტალირებას: საქართველოში ეს უნარი მოსახლეობის 13%–ს აქვს, რუსეთში 14%–ს, თურქეთში კი 29%–ს. აღნიშნული მაჩვენებელბი ევროპის ქვეყნებს მკვეთრად ჩამორჩება. რაც შეეხება უფრო მაღალ სტანდარტებს, როგორიცაა პროგრამული ენის ცოდნა და პროგრამების წერა, თურქეთშია ყველაზე მაღალი მაჩენებლი და 4%–ს აღწევს, საქართველოსა და რუსეთში კი ეს უნარი მოსახლეობის 1%–ს აქვს.

რა შეიცვალა საქართველოში 2019 წლის შემდეგ? საქსტატის ბოლო მონაცემებით, რომელიც 2021 წლის ივლისით თარიღდება, ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობების 86%–ს აქვს, თუმცა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის განსხვავება საკმაოდ მაღალია, ქალაქებში ინტერნეტზე წვდომა 91.4%–ს აქვს, სოფელში კი 78.9%–ს. ყველაზე მაღალი დაფარვა თბილისშია და 94.4%–ს აღწევს, ყველაზე დაბალი კი რაჭა–ლეჩხუმი ქვემო სვანეთში, სადაც ინტერნეტზე წვდომა მოსახლეობის 60.4%–ს აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები