მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ინვესტიციის მოსაზიდად, ინვესტორებში სტაბილურობის განცდა უნდა არსებობდეს" – სოსო ნიბლაძე

5e983c5b9ece1
ვიქტორია მღებრიშვილი
16.04.20 20:40
1743
დიდი ინვესტიციის მოსაზიდად დიდი მოცულობის სტაბილურობის განცდა უნდა არსებობდეს ინვესტორებში, - განუცხადა BM.GE-ს ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია ქვეყანამ დროული მარკეტინგული პოზიციონირება მოახდინოს მსოფლიო ბაზარზე.

„ზოგადად გლობალური ბიზნესი მიდრეკილი გახდება დივერსიფიკაციისკენ. ეს გარკვეულწილად შესაძლებლობაა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში, ისეთი განვითარებადი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. აქ ძალიან ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული.

ის ფაქტი, რომ პანდემიასთან ბრძოლა ჩვენთან ეფექტურად მიმდინარეობს, მეტყველებს იმაზე რომ საქართველოში, არამარტო კრიზისული მენეჯმენტი, არამედ მენეჯმენტის ეფექტურობა შეიძლება წარმოჩინდეს როგორც პოზიტიური მხარე. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია რომ სწრაფი ნაბიჯები გადავდგათ ისევ და ისევ იმ მიმართულებით, რომ მოვახდინოთ საქართველოს აფიშირება თუნდაც ევროპასა და აზიაში ამ კუთხით, რომ საქართველო არის შესაძლებლობა. ის რომ სტაბილური გარემოა არამარტო პოლიტიკური თვალსაზრისით, არამედ ქვეყნის მართვის კუთხით - ეს არის ის ძირითადი რამ, რაც უჩენს ინვესტორს სტაბილურობის განცდას. დიდი ინვესტიციის მოსაზიდად დიდი მოცულობის სტაბილურობის განცდა უნდა არსებობდეს ინვესტორებში. ასეთ შემთხვევაში ადამიანები სიფრთხილით არიან მომართულნი და აკვირდებიან იმას, რომელი ქვეყანა შეუქმნის სტაბილურობის მეტ განცდას.

ასევე საჭიროა ისეთი დამატებითი ტექნიკური ფაქტორების უზრუნველყოფა, როგორიც არის საგადასახადო მიმართულებით ლიბერალიზაცია, ინფრასტრუქტურა, როგორც სატრანსპორტო ასევე შიდა კომუნიკაციები“, - განმარტა სოსო ნიბლაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები