მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორებს პოლიტიკური ბატალიები არ მოსწონთ... რამდენიმე ინვესტორის ვიზიტი გაუქმდა - პაპაშვილი

64106056bfb5e
თელარა გელანტია
14.03.23 19:30
1170
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პირველი ვიცე-პრეზიდენტის ლაშა პაპაშვილის აზრით, აგენტების კანონპროექტების განხილვასთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, რამდენიმე ინვესტორმა საქართველოში ვიზიტი გააუქმა.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ჯამში, ქვეყანაში საინვესტიციო გარემო დადებითია, რასაც 2022 წელს განხორციელებული 2 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც ადასტურებს.

- მაინც სწორი ნაბიჯები იდგმევა ყველა ჩვენს პარტნიროთან, მათ შორის მათთან, ვისთანაც უკიდურესად დაძაბული სიტუაცია გვაქვს - ჩვენს ოკუპანტ ქვეყანასთან... კაპიტალს ვერ დააძალებ შემოსვლას - 2022 წელს 2 მილიარდი დოლარის FDI შემოვიდა, რატომ? - სადაც „სითბო“ არ არის, იქ ინვესტიცია არ მიდის.

- თუმცა FDI-ს სტრუქტურაც მნიშვნელოვანია, არა?

- ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა მოხდა - შემოსული უცხოური ინვესტიციის 2/3 არის რეინვესტიცია. სულ ვამბობდი, რომ თუ ჩვენ არ ჩავდეთ ამ ქვეყანაში ფული, არავინ ჩადებს - ხედავთ, 2/3 ჩვენ რომ ჩავდეთ, 1/3 ახალი მოვიდა...

- თუმცა მეტი ახალი ინვესტორი გვჭირდება, არა?!

- 650 მლნ დოლარია ახალი FDI, არაა საკმარისი პატარა ქვეყნისთვის?! მგონია, რომ საკმარისია. რა თქმა უნდა, ინვესტორები ამ პოლიტიკურ ბატალიებსაც უყურებენ და არ მოსწონთ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ინვესტორის ვიზიტი გაუქმდა. ჩვენთვის უმტკივნეულესი პროცესია .

- გულისხმობთ იმ მაღალ საზოგადოებრივ პროტესტს, რაც აგენტების კანონის მიღების მცდელობას მოჰყვა?

- დიახ... უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაგვიუქმეს.... ინვესტორები უნდა ჩამოსულიყვნენ და გადადეს მაისამდე. ვთხოვდით, ვეუბნებოდით, რომ უკვე დამთავრდა ყველაფერი, მაგრამ ვერ შევძელით. ამდენად, ასეთი პროცესები, რა თქმა უნდა, მოქმედებს.

- უსაყვედურეთ მთავრობის ეკონომიკურ ბლოკს?

- ეს ჩვენი სამსახურია ბავშვობიდან... ჩვენ იმ ასაკში არ ვართ, რომ ქუჩაში ვიდგეთ, თუმცა თუ საჭირო გახდა, დავდგებით კიდეც. დღეს ჩვენი შვილები დგანან ქუჩაში...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები