მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

5e01a93ce5eb0
თელარა გელანტია
24.12.19 10:18
2567
bm.ge-ის ინფორმაციით, ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაინიშნა.

ჩერქეზიშვილმა ამ პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი შეცვალა.

ცნობისთვის: ინვესტორთა საბჭო ევროპის  რეკონსტრუციის და განვითარების ბანკის ინიციატივით შეიქმნა. საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ჯერჯერობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. ის რამდენჯერმე გადაიდო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები