იორკ უნივერსიტეტისა და სტრასბურგის უნივერსიტეტის ერთობლივი, პან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მედიაში ფეიკ ნიუსების როლზე პანელური დისკუსია გაიმართა სადაც სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ფეიკ ნიუსებთან ბრძოლის მეთოდები გააცნეს და მისი ამოცნობისა და თავიდან აცილების მექანიზმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. იორკისა და სტრასბურგის უნივერსიტეტების ერთობლივი პროექტი - პან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში 2017 წელს ამოქმედდა. 2 წლიანი სამაგისტრო კურსის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ქვეყნიდან გაუსვლელად საერთაშორისო განათლება მიიღონ. ორი აკადემიური წლის დამთავრების შემდეგ კი, მათ ორმაგ დიპლომი გადაეცემათ, რომელიც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებში იმოქმედებს.
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 577 221 166;
სტუმრები: ოლგა ბერუაშვილი - იორკის უნივერსიტეტის და სითი კოლეჯის თბილისის წარმომადგენლობის დირექტორი;
ლესლი სამოზი - პროფესორი, CITY College, University of York Europe Campus;