მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება

63e9d4587d4b7
BM.GE
13.02.23 10:09
595
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაიწყო. დუბაის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურს არაბთა გაერთიანებული საამიროების ადამიანური რესურსების და ემირატიზაციის მინისტრი აბდულრაჰმან ალ ავარი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ თაჰერ ალ ნუაიმი და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პაატა კალანდაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება. ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს.
ასევე, დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.

შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაახლოებით სამი თვის წინაც იმყოფებოდა.

როგორია საქართველოსა და UAE-ს შორის ეკონომიკური ურთიერთობა რიცხვებში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები