მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

62b2cea7a0dc8
BM.GE
22.06.22 12:09
532
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) აღმასრულებელ დირექტორს სკოტ ნათანს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. საუბრისას განიხილეს საქართველოსა და DFC-ის შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მნიშვნელოვანი როლი ქვეყანაში ფინანსური სექტორის გაძლიერებაში.

ირაკლი ღარიბაშვილმა სკოტ ნათანს დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა DFC-ის რეგიონული ოფისის შექმნის გეგმაზე.

DFC-ი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ერთ-ერთი მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსთან 90-იანი წლებიდან თანამშრომლობს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მიერ 1993 წლიდან 800 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა 60-ზე მეტ პროექტში.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე რაიან ჰარისი, DFC-ის დელეგაციის წევრი ნაზ ელ-ხატიბი, აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი აარონ რუპერტი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის ხელმძღვანელი მარიკა ოლსონი, ხოლო საქართველოს მხრიდან, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები