მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გაემგზავრა

647738d9659a9
გიგა ბენია
31.05.23 16:03
381
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სამიტი 31 მაისსა და 1 ივნისს, კიშინეუში ჩატარდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.
მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.
პრემიერ-მინისტრი კიშინეუში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა",-აღნიშნულია განცხადებაში.


EPC-ის პირველი სამიტი 2022 წლის ოქტომბერში პრაღაში ჩატარდა. წელს სამიტში მონაწილეობის მისაღებად მოლდოვის დედაქალაქში 47 სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბება. სამიტს ევროპის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები დაესწრებიან.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები