მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციაში წერს, რომ მშობლებმა 150,000 ლარი აჩუქეს

6189165497d85
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.21 16:21
2265
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2020 წლის ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. დოკუმენტი მისი თავდაცვის მინისტრობის პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს მოიცავს, რადგანაც ის პრემიერის პოსტს 2021 წლის თებერვლიდან, გიორგი გახარიას გადადგომის შემდგომ იკავებს.

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, 2020 წელს ირაკლი ღარიბაშვილს მისმა მშობლებმა 150,000 ლარი აჩუქეს.

დეკლარაციაში პრემიერი თავდაცვის მინისტრის ანაზღაურების სახით 60,300 ლარს უთითებს.

2020 წელს ღარიბაშვილმა ავტომობილის და უძრავი ქონების შესაძენად წინა პერიოდში აღებული სესხების მომსახურებაზე 15,804 დოლარი და 24,359 ლარი დახარჯა.

“ქართუ ბანკის”ანგარიშებზე თავად ირაკლი ღარიბაშვილს 2500 ლარზე ნაკლები თანხა აქვს, მის მეუღლეს, ნუნუ თამაზაშვილს კი 116,700 ლარი და 3,900 დოლარი აქვს განთავსებული. ნაღდი ფულის სახით პრემიერი 30,000 ლარს ინახავს.

პრემიერმა 2019 წელს 75,620 ევროდ, Audi A8 შეიძინა. ნუნუ თამაზაშვილმა კი 2018 წელს 46,000 ევროდ RANGE ROVER VELAR-ი იყიდა. 2019 წელსვე ნუნუ თამაზაშვილმა 76,500 დოლარად ბორჯომში შეიძინა 1530 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში 2019 წლის ბოლოს დაბრუნდა. იქამდე ის ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანიის “ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლად მუშაობდა, სადაც მისი წლიური ხელფასი 169,926 ლარს შეადგენდა, აღნიშნული კომპანიის მეწილეები ივანე ჩხარტიშვილი და ბიძინა ივანიშვილი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები