მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს სხდომა გამართა

62db9a5dddf65
BM.GE
23.07.22 10:48
1022
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

ინფორმაცია, რომელსაც მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს, ზოგადია და არაა მოცემული კონკრეტული საკითხები და თემები, რაზეც საბჭოს წევრებმა იმსჯელეს.

"მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე საბჭოს წევრებმა არსებულ ეკონომიკურ ტენდენციებზე ისაუბრეს.

სხდომაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მთავრობის ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით სამუშაო რეჟიმში იმსჯელეს", - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები