მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე: აქციის დარბევა არ იქნება – შს მინისტრი არაა გახარია, არის გომელაური

6407947dd0386
BM.GE
07.03.23 23:41
910
"არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება - დღეს შს მინისტრი გახარია არ არის, ვახტანგ გომელაურია," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ.

„მთავარია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პროპორციულობის პრინციპის დაცვით იმოქმედებენ და არავითარ შემთხვევაში დარბევა არ იქნება. სადაც იქნება საჭირო პროპორციული ძალის გამოყენება, იქ იქნება გამოყენებული, მათ შორის იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნათ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს.

თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ სამართალდამცავი ორგანოები იმოქმედებენ სათანადოდ, პროპორციულობის პრინციპის დაცვით. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი არ არის გახარია, ვახტანგ გომელაურია, რომელიც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იდგა და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგება. ამაში უპირველესად, იგულისხმება ის, რომ თანაზომიერების პრინციპი აუცილებლად იქნება დაცული“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ფოტოს ავტორი:მზია საგანელიძე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები