პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის საბჭოს ახალარჩეულ წევრებს შეხვდა.
როგორც პარლამენტის პრეს-სამსახურის რელიზშია აღნიშნული, საუბარი შეეხო ეკონომიკის არსებულ გამოწვევებს, ინფლაციას, ლარის კურს, საბანკო სისტემის ლიკვიდობას, მდგრადობას და სტაბილურობას, ასევე საფინანსო სექტორში გატარებულ რეფორმებს და სამომავლო გეგმებს.
ირაკლი კოვზანაძემ სებ-ის საბჭოს ახალ წევრებს წარმატება უსურვა და სამომავლოდ ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ჯანმრთელობის პრობლემის გამო ნიკოლოზ გაგუა შეხვედრას დისტანციურად დაესწრო.
შეგახსენებთ:დღეს პარლამენტმა სებ-ის საბჭოს წევრობის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე ეკა მიქაბაძე და სებ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ეკა გალდავა კენჭისყრის შედეგად აირჩია.