"ქართული ოცნების" თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კადიდატს, ირაკლი ქადაგიშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
"მინდა მოგახსენოთ, რომ დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.
თავს ვგრძნობ ყველაზე უფრო მეტად მხნედ, შემართებით და იმედიანად. იმედის საფუძველს, სწორედ ის განწყობა და მუხტი მაძლევს, რაც აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს თქვენგან მუდმივად იგრძნობოდა.
მინდა მოგმართოთ თითოეულ მოქალაქეს და მოგიწოდოთ - წადით არჩევნებზე და გააკეთეთ ღირსეული არჩევანი", - წერს ქადაგიშვილი facebook-ში, თავის გვერდზე.