მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ქარქაშაძე: FlyArystan-ს ქუთაისის აეროპორტის მგზავრთნაკადის წილის 17% უკავია

63d25eb7e8b2b
BM.GE
26.01.23 15:25
454
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე საქართველოში ყაზახური ავიაკომპანიების AIR ASTANA-სა და FlyArystan-ის წარმომადგენელს შეხვდა. კამილა ჟაილაუბაევასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოში ყაზახეთიდან მგზავრთნაკადის მუდმივ ზრდასა და ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის მნიშვნელობაზე. ქარქაშაძის განცხადებით, 2022 წლის განმავლობაში ყაზახური ავიაკომპანიების წილი ქართულ ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო. 

"ცენტრალური აზია სრულიად ახალი მიმართლებაა ქუთაისის აეროპორტისთვის და ზოგადად, იმერეთის მხარისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო ავიაკომპანიას ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. FlyArystan ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის წილის თითქმის 17% უკავია და 2022 წელს 135,713 მგზავრს მოემსახურა. რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. საქართველოს მასშტაბით კი ავიაკომპანიებს შორის FlyArystan მეათე ადგილზეა და ბაზრის წილის 3,3 % უკავია. ყაზახეთი ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ბაზარია", - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ავიაკომპანია AIR ASTANA საქართველოს ბაზარზე 10 წელზე მეტია ოპერირებს. თბილისიდან დედაქალაქ ასტანასა და ალმაათის მიმართულებით დაფრინავს, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კვირაში 5 სიხშირით ალმათიდან ოპერირებს. რაც შეეხება, FlyArystan-ს, რომელიც AIR ASTANA-ს შვილობილია და პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება 2021 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. ამ დრომდე, FlyArystan ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 4 მიმართულები: ასტანა, აქტაუ, ატირაუ და შიმკენტი კვირაში 14 სიხშირით ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები