მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირლანდიამ Facebook-ი $276 მილიონით დააჯარიმა

6385b1549ddb8
გიორგი თოლორდავა
29.11.22 11:23
705
ირლანდიის მონაცემთა დაცვის კომისიამ კომპანია Facebook-ის მფლობელი Meta 276 მილიონი დოლარით დააჯარიმა.

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის დაჯარიმების მიზეზი 2021 წლის ჰაკერული შეტევა გახდა, რის შედეგად Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა.

კომისიის განმარტებით, Meta-მ სათანადოდ ვერ უზრუნველყო მომხმარებლის მონაცემების დაცვა, რის გამოც მილიონობით ადამიანი თაღლითებისა და ჰაკერების სამიზნედ იქცა.

აღნიშნული კიბერშეტევის დროს ჰაკერებმა ინტერნეტში მომხმარებლების სახელები, ტელეფონის ნომრები, ელ. ფოსტის მისამართები, დაბადების თარიღები და საცხოვრებელი ლოკაციები გაავრცელეს. მათ შორის, გავრცელდა რამდენიმე ათასი ქართველი მომხმარებლის პირადი მონაცემებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები