ირლანდიაში მოქალაქეებს COVID-ის წინააღმდეგ მოძრავ კლინიკებში აცრიან. აღსანიშნავია, რომ მოძრავ კლინიკებში წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელი არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მოძრავი კლინიკებით სარგებლობა 18 წელს ზევით მოქალაქეებს შეეძლებათ, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის არც ერთი დოზა არ აქვთ მიღებული ამ დრომდე.
მოძრავი კლინიკა Castlewellan Community Center-ში და Donard Park Car Park-ში განთავსდება 3 ივლისიდან 4 ივლისის ჩათვლით 11:00 საათიდან და 19:00 საათამდე. მოქალაქეები აღნიშულ ადგილს დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ დაუბრუნდებიან.
ირლანდიის ჯანდაცვის მინისტრის რობინ სვანის თქმით, მოძრავი კლინიკები მიმდინარე ზაფხულს ქვეყნის დანარჩენ ნაწილებშიც გამოჩნდება, ამასთან ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას მიმართავს, რომ „ნუ გადადებენ ვაქცინის მიღებას, რადგან ეს სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია“.