მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის, რითაც მოლდოვა საქართველოს უსწრებს, დემოკრატიაა - სოსო ბერიკაშვილი

62b36a8a07b5d
ალა ისპირიანი
22.06.22 23:31
2522
ეკონომისტ სოსო ბერიკაშვილის განცხადებით, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს შორის, ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ლიდერი იყო, თუმცა მისი თქმით, ის რითაც მოლდოვა ამ ეტაპზე საქართველოს ჯობნის დემოკრატიაა."ასევე ხელისუფლებაში მოლდოვას ჰყავს ისეთი ხალხი, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო და ამათგან განსხვავებით მინიმუმ არ გაგინებს".

რაც შეეხება EU-ს წევრი კანდიდატის სტატუსს, ეკონომისტი ამბობს, რომ ამისთვის საქართველოს პირობების შესრულება ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს, თუმცა არსებული ხელისუფლების პირობებში მისი შეფასებით, შესაძლოა ეს არც მოხდეს.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს ხელისუფლება რამეს გააკეთებს. რამის გაკეთება, რომ ნდომოდათ ტყუილს არ იტყოდნენ. ყოველ დღე ურთიერთგამომრიცხავ ტყუილს ამბობენ. თან ამბობენ, რომ კარგია, კარგი სტატუსი მივიღეთ, გვილოცავენ, გვაზეიმებენ და მერე რაღაც აბსურდს ამბობენ, რომ ევროპა კარს გვიხურავს, დაგვსაჯა და ა.შ. არ დავუსჯივართ და სინამდვილეში არც კარს გვიხურავს. ის გვეუბნება, რომ რაღაცებს აკეთებთ ძალიან არასწორად და თუ გააკეთებთ სწორად, მაშინ დავილაპარაკებთ აუცილებლად.

ამ შემთხვევაში, რითაც გვჯობია მოლდოვა და გვისწრებს არ არის ეკონომიკური მაჩვენებლები და არც მშპ ერთ სულ მოსახლეზე, რომლითაც მოლდოვას ვუსწრებთ, არამედ არის დემოკრატია. დემოკრატიით გვისწრებენ და ხელისუფლებაში მოლდოვას ჰყავს ისეთი ხალხი, ვისაც შეგიძლია დაელაპარაკო და ამათგან განსხვავებით მინიმუმ არ გაგინებს. არ ვიცი ამ ხელისუფლების პირობებში რისი იმედი უნდა გვქონდეს. რაც არ უნდა საბავშვო ბაღი გამართონ და თქვან, რომ ოლიგარქში სხვას გულისხმობდნენ და ა.შ, ჩვენ ყველამ ვიცით, რაზეა საუბარი და რა აფერხებს ხალხის არჩევანს. ხალხის არჩევანი თვალსაჩინო ვნახეთ რუსთაველზე. 

მე მინდა იმედი მქონდეს, რომ ხალხს ამ გამოსვლით რაღაცის შეცვლა შეუძლია, თუმცა მაინც და მაინც პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს. საუბარია ამერიკის ხმის ჟურნალისტის მიერ გამოჟონილ ინფორმაციაზე, რაც წინა შემთხვევებშიც დაემთხვა. სავარაუდოდ 24 ივნისს იქნება იგივე გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა კარს გვიხურავს ან უარს გვეუბნება.  ჩვენ გვიყენებენ პირობებს იმისთვის, რომ კანდიდატობა მოგვცენ.

აქ ამბავი ისაა მნიშვნელოვანი, რომ ამ სამეულში ყოველთვის ლიდერი ვიყავით და ახლა რაღაც მონაცემებს, რომ ამბობენ იმ მონაცემების დიდი ნაწილი ძველია. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, თუნდაც დემოკრატიულ პროცესებთან დაკავშირებით შეიცვალა მსოფლიოში რაღაცები და ჩვენ ჩამოვრჩით. ამ პრობლემებს თუ გამოვასწორებთ, რა თმა უნდა მიგვიღებენ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ადგილი", - განაცხადა მან.

რა პირობები უნდა დააკმაყოფილოს საქართველომ EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები