მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ის ხარისხი, რაც VELI.store-ს აქვს საერთაშორისო დონისაა - კომპანიის დირექტორი

6496ce76bd81c
მარიამ იზორია
24.06.23 21:30
626
VELI.store ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შეიძინოს ყველაფერი ერთ სივრცეში, როგორც ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე ექსკლუზიური ბრენდები. 

VELI.STORE-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ფირიაშვილი BMGTV-ის გადაცემა „ბარში“ კომპანიის გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ VELI.STORE-ის მიზანია გახდეს საერთაშორისო კომპანია, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი ელექტრონული კომერციის მოთამაშე იქნება.

„ჩვენ თავიდანვე არ ვიყავით მხოლოდ საქართველოსთვის გათვლილი პროექტი. ჩაშვებიდან საერთაშორისო ბაზრის მისია გვქონდა და ის ხარისხი რასაც ველი დებს ეს არის საერთაშორისო ხარისხი და ეს იყო გათვლაც.

არ ვუყურებდით ქართულ კონკურენციას კარგი გაგებით, რადგან საერთაშორისო ბაზრის კონკურენციის პროდუქტი გვინდოდა შეგვექმნა, რისთვისაც არაადეკვატური ინვესტიციაც განვახორციელეთ. ველი ახლა რა ტექნოლოგიურ ბაზაზეც არის, ხვალ რომ კალიფორნიაში ვიღაცა აკეთებდეს -ანალოგიურ პროდუქტს გააკეთებდა“ - ამბობს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

არჩილ ფირიაშვილი იმ შედეგებზეც საუბრობს, რომელიც კომპანიას ამ დროისთვის აქვს. „შარშან დეკემბერში გავეშვით და ყოველი მეორე-მესამე თვე არის გაორმაგება, ყველა მიმართულებით“ ,- ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები