მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იშ ბანკი” მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას გააფართოვებს

BM.GE
22.09.20 09:24
954
მცირე და საშალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომიბის გაზრდისათვის IFC-მ ხელი მოაწერა ორ ხელშეკრულებას "იშბანკ საქართველოსთან", რომელიც თურქეთის უმსხვილესი კერძო საბანკო ჯგუფის და IFC-ის დიდი ხნის კლიენტის იშბანკის შვილობილია. IFC–ის 10 მილიონი აშშ დოლარის სესხი მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს „იშბანკ საქართველოს“ სტრატეგიას, რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების პროგრამის გაფართოებას გულისხმობს. „იშბანკ საქართველოს“ სესხებს კომპანიები ძირითადად აღჭურვილობის, დანადგარებისა და სხვა საქონლის იმპორტის დასაფინანსებლად გამოიყენებენ, რაც მათ საშუალებას მისცემს გაფართოვდნენ, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას. მეორე ხელშეკრულება, რომელიც IFC-მ „იშბანკ საქართველოსთან“ მოაწერა, საერთაშორისო სვოპისა და დერივატივების ასოციაციის (ISDA) ძირითადი შეთანხმებაა. ეს დოკუმენტი სავალუტო სვოპების განხორციელებისთვის მთავარი საერთაშორისო სამართლებლივი დოკუმენტია და საშუალებას მისცემს „იშბანკ საქართველოს“ აშშ დოლარში მიღებული დაფინანსების ჰეჯირება მოახდინოს, რათა უკეთ მართოს სავალუტო და საპროცენტო რისკები.
 
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები