ისლანდიამ, რომელიც მანამდე მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, ტურისტების მიღების სავარაუდო თარიღი დაასახელა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.
გამოცემის ცნობით, ქვეყანა სტუმრებს არაუგვიანეს 15 ივნისიდან უმასპინძლებს. ისლანდიის პრემიერ-მინისტრის კატრინ იაკობსდოუტირის თქმით, უცხოელი ტურისტებს 2-კვირიანი კარანტინის ალტერნატიულ გზას შესთავაზებენ, კერძოდ, ყველა ჩამსვლელს კორონავირუსზე ექსპრეს-ტესტირების ჩატარება შეეძლებათ, პასუხი კი იმავე დღეს იქნება ცნობილი.
ჯერჯერობით დეტალები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ჩატარდება ტესტირების პროცედურები აეროპორტში უცნობია, თუმცა COVID-19-ის ტესტირებაში მონაწილეობას მიიღებს ისლანდიის ეროვნული საუნივერსიტეტო კლინიკა.
პანდემიის განმავლობაში ქვეყანაში 1802 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან მკურნალობას მხოლოდ 15 გადის, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.