მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Ispace წელს საქართველოს რეგიონებში შევა და პირველ ფილიალს ბათუმში გახსნის

61dd9d4a0cf68
ლიკა გურაბანიძე
16.01.22 21:00
978
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ Ispace–ში 2021 წელს კორპორატიული გაყიდვები 50%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ Ispace–ის ფილიალის მენეჯერმა ლაშა ბექაურმა “საქმიან დილას” განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზრდა ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურებამ გამოიწვია.

"ვითარება შეცვალა იმანაც, რომ კომპანიაში 2021 წელს რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ონლაინ გაყიდვებზე უფრო მეტად აქცენტირება დავიწყეთ. 2021 წელს ჩვენთან დასაქმებულთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა. რაც შეეხება კომპანიის მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადების ოდენობას, გასულ წელს 2020 წელთან შედარებით 35%-ით გაიზარდა” - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, კომპანია გაზაფხულამდე რეგიონებში შესვლასა და ბათუმში ახალი ფილიალს დამატებას აპირებს, რაც Ispace–სთვის რიგით მეოთხე ფილიალი იქნება.

“ამჟამად ეფლისგან მაღაზიის დიზაინს ველოდებით. ინვესტიცია ლარში იქნება, თუმცა ამჟამად თანხის ზუსტ ოდენობას ვერ დავასახელებ. მაღაზიაში ჯამში 15 ადამიანი დასაქმდება” - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

Ispace–ის ფილიალის მენეჯერის თქმითვე, 2020-2021 პანდემიურ წლებში ონლაინ გაყიდვებით ბაზარს ფეხი სწრაფი ტემპებით აუწყეს.

“ონლაინ მაღაზია შევქმენით, სადაც მომხმარებელს შეუძლია შევიდეს და ყველა პროდუქცია ნახოს, სადაც ასევე ფასებსაც გადახედავს. 2020 წელთან შედარებით ონლაინ გაყიდვები 2021 წელს 20%-ით გაიზარდა. თუმცა, ჯერ მაინც მგონია, რომ ონლაინ ბაზარს განვითარება მეტად სჭირდება. მომხმარებლები E-Commerce–ს ჯერ უნდა მიეჩვიონ, ხოლო კომპანიებმა პროდუქციაზე ხარისხი მეტად გაზარდონ, რომ მომხმარებლების ნდობა გაჩნდეს” - აღნიშნა ლაშა ბექაურმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები