მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის გამოცდილება ონკო–პაციენტი ბავშვებისთვის საქართველოში

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“ , ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა“ და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“ სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდსა“ და პარტნიორ კლინიკებს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა. 

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს; პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც და ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, მათ დაწესებულებებში არსებულ შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში უნდა იყოს ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.

სტუმრები: რონიტ ელჰასიდი - ბავშვთა ონკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილიხოვის კლინიკაში;

ესტერ მეიცადი - ისრაელის ელჩი საქართველოში.

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები