მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელის მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინის კლინიკური შემოწმება საქართველოშიც იგეგმება

60edd573ddcc8
თამთა ჯიჯავაძე
13.07.21 23:50
1262
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ბიოლოგიური კვლევების ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კომპანია NRx Pharmaceuticals-სთან, რათა მათ მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინის კლინიკური შემოწმება დაიწყოს.

NRx Pharmaceuticals-ი, რომლის აქციებიც, Nasdaq-ზე ივაჭრება, ვაქცინას სახელწოდებით Brilife-ს მესამე ეტაპის კლინიკური შემოწმებისთვის საქართველოში, უკრაინასა და ისრაელში გაგზავნის. კვლევაში ათობით ათასი მოხალისე მიიღებს მონაწილეობას.

The Times of Israel-ის ცნობით, ფარმაცევტული კომპანია შემდეგ უკვე მის კომერციალიზაციაზე იფიქრებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა შეთანხმების გაფორმებას „შესანიშნავი ამბავი“ უწოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები