მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ისრაელის მხარე ანაკლიის პორტის ახალი პროექტით დაინტერესდა" - საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ისრაელში შეხვედრაზე

შხვედრა
BM. GE
13.08.23 11:50
4

საქართველოს პარლამენტში არსებული ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბათუმთან დაძმობილებული ქალაქის, აშდოდის მერს, იეჰილ ლასრის შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. 

შეხვედრას ქალაქის ხელმძღვანელი თანამდებობის და სასულიერო პირები, ქალაქის ყოფილი მერი, კულტურისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები და ქართველი ებრაელები ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ქალაქის მერმა, სასულიერო პირებმა, საქართველო-ისრაელის და ისრაელი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებმა გივი მიქანაძემ და დავიდ ბიტანმა.

ბათუმისა და აშდოდის, ქუთაისისა და აშკელონის, ახმეტისა და რიშენ-ლიცეონის, თელავისა და აფულას მსგავსად, განიხილეს გურჯაანის და სიღნაღის ისრაელის ქალაქებთან დაძმობილების საკითხი, რაზეც ისრაელი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ დავიდ ბიტანმა მზაობა განაცხადა.

დელეგაციის წევრები ასევე ესტუმრნენ აშდოდის პორტს და ადმინისტრაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნების საპორტო ინფრასტრუქტურის შესახებ, სფეროში არსებული ინოვაციების, თანამედროვე გამოწვევების და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით  ინფორმაცია გაცვალეს.

ისრაელის მხარე ანაკლიის პორტის ახალი პროექტით დაინტერესდა, რაზეც საქართველოს დელეგაციამ მასპინძლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და  აღნიშნულ სფეროში საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაცვლის შესახებ მზაობა გამოხატა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ: ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გივი მიქანაძე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი, განათლების და მეცნიერების კომიტეტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლაშა ჟვანია და ელჩის მოადგილე ნიკოლოზ ჩალოევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები