მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელმა ციფრული შეკელი გამოუშვა

60d1e81d23191
ნათია თაქთაქიშვილი
22.06.21 17:55
1151
ისრაელის ცენტრალური ბანკის განცხადებით, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, ქვეყანამ პირველი ციფრული შეკელი გამოუშვა. ინფორმაციას Globes-ი ავრცელებს.

ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზდენტის მოადგილის ენდრიუ აბირის თქმით, ციფრულ შეკელს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საფინანსო სექტორზე, მათ შორის საგადასახადო ბაზარზე, კრიპტოვალუტებსა და ბლოკჩეინსისტემებზე.

"ზოგიერთი სკეპტიკოსის აზრით, ციფრული შეკელი საბანკო სისტემას გააქრობს, რაც მცდარი მოსაზრებაა. ცენტრალურ ბანკს არ შემოაქვს ციფრული შეკელი საბანკო სექტორის გასაქრობად. ბანკები არიან და დარჩებიან ანგარიშსწორების ძირითად საშუალებად. ციფრული შეკელი არ წარმოადგენს კრიპტოვალუტის ნაირსახეობას“, - განაცხადა ენდრიუ აბირიმ.

ისრაელის ცენტრალური ბანკის პრეზდენტის მოადგილის განცხადებით, ციფრული შეკელი არც გადასახადების დამალვისთვის გამოადგება ვინმეს, რადგან თუ საქმე გადასახადების დამალვას ეხება ეს არაციფრული შეკელის შემთხვევაშიც შესაძლებელია.

ენდრიუ აბირის განცხადებით, ციფრული შეკელის შემოტანა საშუალებას მისცემს ისრაელს, განაახლოს ანგარიშსწორების სისტემები, რომლებიც რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება ევროპის წამყვანი ქვეყნების ანგარიშსწორების სისტემებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები