მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისრაელური კომპანიები საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებას გეგმავენ

5f89d3679a26e
თამთა ჯიჯავაძე
16.10.20 23:05
1406
ისრაელის ელჩი რან გიდორი საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს, ნინო კვეტენაძეს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ისრაელის მხარის რამდენიმე პროექტი და ინვესტიცია საქართველოში და იმსჯელეს მათი უახლოეს მომავალში განხორციელების გზებზე.

როგორც ელჩმა bm.ge-სთან საუბარში აღნიშნა, საუბარია განახლებადი ენერგიის პროექტებზე, რომლებშიც ისრაელური კომპანიები და ქართველი პარტნიორები არიან ჩართული.

„აღნიშნული პროექტები სარგებელს მოუტანს არამხოლოდ ეკონომიკას, გარემოს და ადგილობრივ ენერგომომხმარებელებს, ასევე ის შექმნის ათასობით საჭირო სამუშაო ადგილს სოფლად“, – განაცხადა რან გიდორმა.

მისივე თქმით, პროექტების განსახორციელებლად ისინი ელოდებიან საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან საბოლოო დასტურს და ნებართვას, რის შემდეგაც ისინი დაიწყებენ აქტიურ მუშაობას.

ელჩმა დასძინა, რომ აღნიშნული პროექტები კიდევ უფრო გააძლიერებს თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის. თუმცა, მას უფრო დეტალურად პროექტების შესახებ ჯერ არ უსაუბრია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები