მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ისტორიაში პირველად Amazon-ის აქციის ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

5f0436efb4318
ნათია თაქთაქიშვილი
07.07.20 16:34
1341
ამერიკული კორპორაციის Amazon-ის აქციების ღირებულებამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. Nasdaq-ის მონაცემებით, ერთი ერთეულის ფასი 3,000 აშშ დოლარზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, კომპანიის ფასიანი ქაღალდების ასეთი ღირებულება პირველად დაფიქსირდა. შედეგად, Amazon-ის კაპიტალიზაციამ 1.5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

Amazon-ი მსოფლიოში უდიდესი კორპორაციაა, რომელიც საქონელსა და მომსახურებას ინტერნეტის საშუალებით ყიდის. კომპანია 1994 წელს ამერიკაში ჯეფ ბეზოსმა დაარსა. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, მეწარმის ქონებამ ამ დროისთვის 172 მილიარდ დოლარს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები