მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იტალია 5 აგვისტოდან აუცრელი მოქალაქეებისთვის დამატებით შეზღუდვებს აწესებს

60fac0a7abdfd
ნათია თაქთაქიშვილი
23.07.21 22:15
1175
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი იტალიის მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები მზარდია. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ მარიო დრაგის განცხადებით, 5 აგვისტოდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა სტადიონები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, საგამოფენო სივრცეები, რესტორნები, საცურაო აუზები და სპორტული დარბაზები, დაიშვებიან მხოლოდ ვაქცინირებული, ე.წ. მწვანე საშვის მქონე პირები.

„ქვეყანაში დიდ საფრთხეს ქმნის დელტა შტამი, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დანარჩენი შტამები. ყველა იტალიელს მოვუწოდებ ვაქცინაციისკენ, რადგან აცრის გარეშე ჩვენ ისევ ქვეყნის ჩაკეტვა მოგვიწევს“, - განაცხადა მარიო დრაგიმ.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ინფიცირების 5 057 ახალი შემთხვევა აღრიცხეს, უმეტესობა დელტა შტამით არის დაავადებული. ვირუსს 15 პაციენტი ემსხვერპლა.

საერთო ჯამში, კორონავირუსის შედეგად იტალიაში 128 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები