თებერვლის შემდეგ იტალიაში დღიურმა COVID-ის შემთხვევების რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში დაღუპულთა რიცხოვნობა პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მხოლოდ სამშაბათს გარდაცვალების 94 ახალი შემთხვევა კიდევ გამოაცხადეს.
ცნობისთვის, COVID-ის შემთხვევების ზრდის შესახებ უკვე არაერთ ქვეყანაში ალაპარაკდნენ. მათ შორის საქართველოშიც. გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ზაფხულში საქართველოში ვაქცინაციის კამპანიის გააქტიურება იგეგმება.