მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იურიდიული პირებისთვის თბილისში დასუფთავების გადასახადი იზრდება და თითქმის ორმაგდება - მერიის ინიციატივა

61c59d17ba7b1
ინგა მურუსიძე
24.12.21 14:28
1165
დედაქალაქის საკრებულო განიხილავს დადგენილებას, რომელიც თბილისში დაწესებულებებისთვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისა და ინდ.მეწარმეებისთვის დასუფთავების მოსაკრებლის ზრდას ითვალისწინებს.

საკრებულოს იმდროინდელი თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში, რომელიც 2014 წელს გამოიცა, ცვლილება შედის და პროექტი საკრებულოში დღეს კახა კალაძის მთავრობის წევრმა, ეკონომიკის საქალაქო სამსახურის ხელმღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ წარადგინა.

დადგენილების თანახმად:

სასტუმროების და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლების მოსაკრებელი 2,15 ლარის ნაცვლად 4 ლარი გახდება(მომსახურეობის ერთეული - ერთ საწოლზე);

საავადმყოფოებისა და სამშობიარო სახლების (ერთი საწოლი) 1.45 ლარის ნაცვლად 2.732 ლარი;

პოლიკლინიკების, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრების, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტების(საერთი ფართის 1კვ.მ.) –0.2 ლარის ნაცვლად 0.366 ლარი;

სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, ბაღები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები(ერთ აღსაზრდელზე) - ნაცვლად 0.25 ლარისა, 0.450 ლარი;

რესტორნები, პიცერიები, სასადილოები(ერთ დასაჯრომ ადგილზე) – ნაცვლად 3 ლარისა, 5.600 ლარი;

საცხობები, საოჯახო სამზარეულოები(სამუშაო ფართის 1კვ.მ.) – ნაცვლად 0.32 ლარისა, 0,60 ლარი;

კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები(მაყურებლის ერთი სავარძელი) – 0.41 ლარის ნაცვლად, 0.770 ლარი;

სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები(საერთო ფართის 1მ.კვ.) – 0.43 ლარის ნაცვლად, 0.828 ლარი;

ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები(საერთო ფართის 1მ.კვ.) – 0.45 ლარის ნაცვლად, 0.843 ლარი;

სამხედრო ნაწილები და პენიტენციური სისტემები(ერთი ადგილი) – 0.75 ლარის ნაცვლად 1.400 ლარი;

ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები,თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები - 0.1 ლარის ნაცვლად, 0.019 ლარი;

პროექტის თანახმად, ახალი დადგენილება ძალაში უნდა შევიდეს 2022 წლის 1-ელი იანვრიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები