იუსტიციის სახლი 1-10 იანვრის უქმეებზე, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. როგორც bm.ge-ს იუსტიციის სახლიდან აცნობეს, ამ პერიოდში მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება იუსტიციის სახლის უკლებლივ ყველა სერვისი.
ფილიალები მხოლოდ 1 და 2 იანვარს, ასევე, შობის დღესასწაულზე - 7 იანვარს არ იმუშავებენ.
შაბათ-კვირას, 8 და 9 იანვარს, მხოლოდ დაჩქარებული სერვისები იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო სამსახურებში 1-10 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა.