მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილი პრორუსი ოლიგარქია, რომელიც საქართველოს მარიონეტული ხელისუფლებით მართავს - დავით არახამია

62b95ff91d802
BM.GE
27.06.22 11:47
1871
უკრაინული ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერისა და უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით არახამიას განცხადებით, ის აშშ-ისა და ევროკავშირის მთავრობებს მიმართავს მოთხოვნით - პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან ის პრორუსი ოლიგარქია, რომელიც მარიონეტული მთავრობის საშუალებით მართავს ქვეყანას.

არახამიას განცხადება პარლამენტში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას უკავშირდება, სადაც ღარიბაშვილმა არახამიას საქართველოს წინააღმდეგ ლობირებაში დასდო ბრალი. პრემიერის მტკიცებით, არახამია აქტიურად მართავდა შეხვედრებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებთან და მათგან დაჟინებებით ითხოვდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

არახამიას განცხადებით, აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და ის იმ „ფეიკ“ კამპანიის ნაწილია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ახორციელებენ.

„ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა მასშტაბურმა აქციამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია - მოსახლეობას სურს ევროკავშირის წევრობა. უკრაინა და მისი ხელისუფლება მაქსიმალურად დაეხმარება საქართველოს, რათა ის ევროკავშირის წევრი გახდეს“, - დასძინა მან.

გარდა ვიდეო-მიმართვისა, არახამიამ სოციალურ ქსელში ახალი განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. მისი თქმით, ამის შესახებ მომავალში სულ უფრო მეტი ინფორმაცია გავრცელდება, რომელიც გამოააშკარავებს ივანიშვილის, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისა და რუსეთის მთავრობას შორის არსებულ კავშირებს.

„უკრაინელების სიკვდილით ფულის შოვნას არავის არ შევარჩენთ“, - წერს არახამია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინელმა პოლიტიკოსმა EU-სა და აშშ-ს ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნით აპრილშიც მიმართა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები