2020 წელს მსოფლიო მოსახლეობას ბევრ ისეთ მოვლენასთან მოუწია შეგუება, რომელსაც, ჯერჯერობით, არ გეგმავდა. დისტანციური მუშაობა სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო, თუმცა, 2021 წლის მონაცემებით, დასაქმებულთა 66% საკუთარი ინიციატივით ცდილობს მოიწყოს ვირტუალური სამუშაო გარემო.
კომპანია Google-ის სამუშაო სივრცეს - Google Workspace -ს ყოველდღიურად მილიონობით მომხმარებელი ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სერვისი (იგივე G-Suite) ყოველთვის გამოირჩეოდა უნიკალური შესაძლებლობებით, კომპანია გაუმჯობესებულ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ზედმიწევნით ერგება მათ მოთხოვნებს.
საქართველოში Google Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი არის კომპანია Geosoft, რომელიც 16 და 25 ნოემბერს Google-ის წარმომადგენლებს მასპინძლობს ონლაინშეხვედრებზე Google Workspace -თან დაკავშირებით.

16 ნოემბერს Google Workspace-ის არსებული მომხმარებელი პირველი შეიტყობს უშუალოდ გლობალური კომპანიისგან - რა სიახლეები იგეგმება გუგლის სამუშაო გარემოში, როგორ ფართოვდება შესაძლებლობების არეალი და როგორი იქნება მუშაობის პროცესის სამომავლო განვითარება.
ქართველ მომხმარებელს საშუალება ექნება, კითხვები დასვას შეხვედრაზე განხილულ თემებზე:
● ჯეოსოფტის წარდგენა
● სამუშაო პროცესის მომავალი - რა ცვლილებებია დაგეგმილი?
● ბიზნეს პროცესები (Enterprise Plus - ის უსაფრთხოება)
● Endpoint Management (Chrome and Mobile Device Management)
● ჯეოსოფტის მიერ შემოთავაზებული მომსახურებები (იმპლემენტაცია, მიგრაცია, ტრენინგები და სხვ.)
16 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM საათებში, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/
ციფრული ტრანსფორმაციის მსურველთათვის
25 ნოემბერს გუგლის წარმომადგენლები ჯეოსოფტთან ერთად შეხვდებიან დაინტერესებულ პირებს, რომლებიც ჯერ არ სარგებლობენ აღნიშნული მომსახურებით, თუმცა გეგმავენ სამუშაო პროცესის გამარტივებას და სურთ, აღმოაჩინონ Google Workspace -ის უპირატესობები.
ამ შეხვედრაზე მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას შემდეგ თემებზე:
● ჯეოსოფტის წარდგენა;
● სამუშაო სივრცის მომავალი - გუგლის კოლაბორაციული კულტურა / Google
● Google Workspace ბიზნესისთვის - HR, გაყიდვები, მარკეტინგი / Google
● როგორ ეხხმარება Google Workspace ბიზნეს პროცესებს; / Google
● მომხმარებელთა დამოკიდებულება;
● როგორ დავიწყოთ მოგზაურობა Google workspace -ის სამყაროში Geosoft-თან ერთად;
25 ნოემბერი, 11:00AM - 12:30 PM, ონლაინ შეხვედრაზე წინასწარი რეგისტრაციის ლინკი: https://geosoft.ge/events/
ქართველ მომხმარებელს პირველად ეძლევა შესაძლებლობა, გაეცნოს გუნდს, რომელიც ქმნის სამუშაო პროცესის ტექნოლოგიურ მომავალს, დასვას შეკითხვები და სამომავლოდ ისარგებლოს Google Workspace-ის შეუზღუდავი სივრცით Geosoft -თან ერთად.