მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლის-აგვისტოს პერიოდში, სეს-მა ხორცის 375 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

630f6c7c9ef80
ლიკა მეგუთვნიშვილი
31.08.22 18:07
494
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბოლო ორი თვის განმავლობაში, 800-ზე მეტი ხორცის სარეალიზაციო ობიექტი და სასაკლაო შეამოწმა. შემოწმების შედეგად, სხვადასხვა სახის დარღვევის გამო 375 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის თქმით, სარეალიზაციო ობიექტების დაჯარიმების მიზეზი ისეთი დარღვევები გახდა, როგორიცაა: სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ვადაგასული ხორცის რეალიზაცია, ხორცის არასათანადო პირობებში შენახვა და სხვა.

„მთელი წლის განმავლობაში სააგენტომ მთელი საქართველოს მასშტაბით 2030 ბიზნეს-ოპერატორი შეამოწმა, აქედან 800-ზე მეტი შემოწმდა ზაფხულის პერიოდში. ჩვენ შევამოწმეთ როგორც სასაკლაოები, ასევე ხორცის მაღაზიები და აგრარული ბაზრები. დაჯარიმებულ ობიექტებში უამრავი დარღვევა გამოიკვეთა, მათ შორის არის: სასაკლაოს გვერდის ავლით დაკლული ცხოველის ხორცის რეალიზაცია, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ა.შ. საერთო ჯამში ამოვიღეთ 10 000 კილოგრამამდე გაფუჭებული ხორცი, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, სრულად გავანადგურეთ“ - განაცხადა ბასილაძემ.

ცნობისთვის, 2021 წელს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანილი ცვლილების თანახმად, ამ მიმართულებით გამოვლენილი დარღვევების დროს, ჯარიმა 1,000 ლარით განისაზღვრა, განმეორებითი დარღვევისთვის კი ჯარიმა 5,000 ლარს შეადგენს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები