მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისში ეკონომიკა 5.5%-ით გაიზარდა - რა მოლოდინებია წლის ბოლომდე?

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა. 

2023 წლის ივლისის თვეში ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი რამდენიმე სექტორი გამოიკვეთა, მათ შორის, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, მშენებლობის, განათლების, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება. ამასთან როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, იზრდება საქართველოს მდგრადობა საგარეო შოკების მიმართ, რაც მთავრობის გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.

სტუმარი: ოთარ ნადარაია - „თიბისის" მთავარი ეკონომისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები