ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ივლისში დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი გამოავლინეს.
ამ ფაქტებზე პასუხისგებაში მიეცა ჯამში 19 პირი, მათგან დაკავებულია 5-ია.
"დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 19 670 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 100 ათას ლარს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით",- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.