მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით გადაზიდული ნავთობის მოცულობა შემცირდა - სუფსა ისევ გაჩერებული იყო

64b643a1201d4
მარიამ ვარადაშვილი
18.07.23 12:07
624

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ინფორმაციით, ივნისში ბაქო-თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენით 2.5 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა. ეს მაისთან შედარებით 100 ათასი ტონით შემცირებული მაჩვენებელია. ივნისში დასავლეთ მარშრუტის საექსპორტო მილსადენი კვლავ გაჩერებული იყო.

მიმდინარე წლის ექვს თვეში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა (BTC) და ბაქო-სუფსის მილსადენებით 15 მლნ ტონა მოცულობის ნავთობი იქნა გადაზიდული. ბაქო–სუფსას ნავთობსადენი მიმდინარე წელს მხოლოდ თებერვალში იყო ფუნქციური და მისით 100 ათასი ტონა ნავთობი იქნა გადაზიდული. მილსადენის ოპერატორ BP-ში აცხადებენ, რომ მილსადენი მხოლოდ კონტრაქტების არსებობის პირობებში იმუშავებს.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი საქართველოზე გამავალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტია.

1768 კილომეტრის სიგრძის მილსადენის საქართველოს მონაკვეთის მართვაზე პასუხისმგებელი, საერთაშორისო კონსორციუმთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაა, რომელიც ყოველთვიურად აქვეყნებს გატარებული ნავთობის მოცულობის შესახებ სტატისტიკას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები