მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში bm.ge-ის 713 ათასი მკითხველი ჰყავდა

64ad0e47c274c
შოთა ტყეშელაშვილი
11.07.23 12:11
586
2023 წლის ივნისში ვებგვერდ bm.ge-ის მკითხველთა რაოდენობამ 713 ათასი შეადგინა. Google Analytics-ის თანახმად, მკითხველებმა ჩვენს ვებგვერდზე სულ 1.4 მილიონი სესია (წაკითხვა) განახორციელეს.

Google-ის თანახმად ერთი სესიის საშუალო ხანგრძლივობა 1.01 წუთს შეადგენდა, რაც წლიურ ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი.

პლატფორმების მიხედვით, BMG-ის მკითხველთა უდიდესი ნაწილი მობილური მომხმარებლებია. უფრო კონკრეტულად, ეს მაჩვენებელი 88%-ს შეადგენს, 12% კი ლეპტოპის/პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით კითხულობს ჩვენს ვებგვერდს.

რაც შეეხება იმას თუ საიდან გადმოდიან ჩვენს ვებგვერდზე - მკითხველთა 71% bm.ge-ის ივნისში სოციალური ქსელიდან სტუმრობდა, 14.4% პირდაპირი აკრეფის შედეგად, 14% კი საძიებო წყაროებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები