მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში სავალუტო რეზერვები $65 მილიონით გაიზარდა

64abe1751f087
შოთა ტყეშელაშვილი
10.07.23 14:55
836
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივნისში სავალუტო რეზერვები 65 მილიონი დოლარით გაიზარდა და მან 5.06 მილიარდ დოლარს მიაღწია. წლიურ ჭრილში სავალუტო რეზერვების მატებამ 29% შეადგინა. 

სავალუტო რეზერვების მატება, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვას, ასევე მთავრობის სავალუტო ოპერაციებს (ვალის აღება) უკავშირდება. 

საქართველოს ეროვნული ბანკი ამჟამად სავალუტო რეზერვების შესყიდვის პოლიტიკას ატარებს. იანვარ-მაისის პერიოდში სებ-მა 938 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც ინტერვენციების რეკორდული მოცულობაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები