მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იყო დიდი გუნდის წევრი, მრავალ შესაძლებლობასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა - ლიანა ტომარაძე, "საქართველოს ბანკის" SME Business Intelligence-ის უფროსი მენეჯერი

ლიანა ტომარაძე, საქართველოს ბანკი
BM. GE
04.09.23 10:25
სტატიაში საუბარია:

ერთიანი სისტემა, რომელიც დამოკიდებულია თითოეული კომპონენტის გამართულ მუშაობაზე - ასე ახასიათებს ლიანა ტომარაძე საქართველოს ბანკის დიდ გუნდს, რომელიც თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

საქართველოს ბანკისთვის თითოეული თანამშრომელი ღირებულებას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ ერთად, საერთო მიზნისკენ სწრაფვით ხდება შესაძლებელი ისეთი ინოვაციური პროდუქტებისა თუ სერვისების შექმნა, რომლებიც საერთაშორისო დონეზე არის აღიარებული. ამ პროცესებში კი დიდ როლს თითოეული გუნდის წევრი თამაშობს.

ამ ინტერვიუში გაგაცნობთ ლიანა ტომარაძეს - SME Business Intelligence უფროს მენეჯერს, რომელიც საქართველოს ბანკის შიდა სამზარეულოში შეგვახედებს და საკუთარი საქმიანობის შესახებ მოგვიყვება.

რა პასუხისმგებლობაა, იყო საქართველოს ბანკის დიდი გუნდის წევრი და SME Business Intelligence-ის უფროსი მენეჯერი?

პირდაპირ ჩემთვის უფროსი მენეჯერობა ნიშნავს დიდ პასუხისმგებლობას, შევასრულო ჩემი საქმე ხარისხიანად. ჩემთვის სიტყვა პასუხისმგებლობა მომენტალურად ასოცირდება დეტალებთან, რადგანაც სწორედ დეტალები ქმნიან გამართულ საბანკო სისტემას, რაც არა მარტო ჩემთვის, არამედ გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  სხვა სიტყვებით რომ გითხრათ, საქართველოს ბანკი ერთი დიდი მექანიზმია, რომლის ნაწილიც SME business intelligence-ის გუნდია. ვერცერთი მექანიზმი ვერ იმუშავებს გამართულად, თუ მისი რომელიმე ნაწილი სწორად არ იფუნქციონირებს. შესაბამისად, საქართველოს ბანკის გუნდის წევრობა დიდი პასუხისმგებლობაა. ფაქტობრივად, შენ ხარ დიდი ჯაჭვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, რომლის ამოვარდნაც მთლიანი სისტემის მუშაობის შეფერხებას გამოიწვევს.

მოგვიყევით, რას მოიცავს SME Business Intelligence დეპარტამენტის საქმიანობა.

SME Business Intelligence დეპარტამენტის საქმიანობა მრავალპროფილურია. გუნდი დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად: საკრედიტო, არასაკრედიტო და გაყიდვები. საქმიანობა მოიცავს პროცესის ყველა ნაბიჯს - ინფორმაციის მოძიებიდან გადაწყვეტილების მიღებამდე. კერძოდ, მენეჯმენტისა და ბიზნესის მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციის მოძიება, დამუშავება, გაანალიზება რეპორტინგი და შემდგომ წარდგენა. გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი რეპორტების ავტომატიზაცია და დეშბორდზე გადატანა.

როგორია თქვენი როგორც SME Business Intelligence უფროსი მენეჯერის როლი?

მე გაყიდვების მიმართულებაზე ვარ პასუხისმგებელი, შესაბამისად უშუალოდ ჩემი საქმიანობა ეხება გაყიდვებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვმუშაობ გეგმების შედგენაზე, შედეგების მონიტორინგსა და „ფრონტისთვის“ მათ გაზიარებაზე, ასევე, ვმუშაობ სამოტივაციო სისტემაზე და მის გაუმჯობესებაზე, ბანკირებისთვისა და „ფრონტის“ თანამშრომლებისთვის ანგარიშების დროულად და სწორად მიწოდებაზე, მათი საქმიანობის გამარტივებაზე სხვადასხვა დეშბორდებისა და ავტომატური რეპორტების მეშვეობით, რომლებიც დაკავშირებული არიან გაყიდვებთან და საბონუსე სისტემასთან. ჩემი, როგორც SME Business Intelligence-ის უფროსი მენეჯერის როლი, ძალიან საპასუხისმგებლოა, რადგანაც უზუსტობამ  შესაძლოა გავლენა მოახდინოს თანამშრომელთა კმაყოფილების ხარისხსა და მოტივაციაზე.

რა სირთულეებს აწყდებით ყოველდღიურ საქმიანობაში?

მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულება სწრაფად განვითარებადია. ძალიან ჩქარი ტემპით ხდება გაუმჯობესებისკენ მიმართული ცვლილებების განხორციელება. ყოველდღიურობაში სწორედ ეს წარმოადგენს ერთგვარ გამოწვევას, რადგან ფეხი უნდა აუწყო ბანკის შიგნით არსებულ ტემპს, შენც განვითარდე დეპარტამენტთან ერთად და ხელი შეუწყო ახალი ცვლილებების დანერგვასა და იმპლემენტაციას.

როგორ უზრუნველყოფთ პროცესების გამართულობას?

ჩვენი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესდეველოპმენტის, გაყიდვებისა და ბანკის სხვა გუნდებთან ერთად და აქტიურად არის ჩართული იმ პროცესში, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მისაღებად. შესაბამისად, პროცესის გამართულად ფუნქციონირებისთვის, ყოველთვიურად ვგეგმავთ, ვაპრიორიტეტებთ საკითხებს, გავდივართ დეტალებს დამკვეთებთან, ვნიშნავთ შეხვედრებს შესაბამის პირებთან, ვიყოფთ გუნდში დავალებებს თემების მიხედვით, ამის შემდეგ კი ინდივიდუალურად ვადგენთ  შესრულების ვადებს და ყოველთვიურ დაგეგმარებას კვირებად ვყოფთ. ასე მივყვებით საკითხის დასრულებამდე. როდესაც წინასწარ გაქვს გაწერილი და გათვლილი ამათუ იმ საქმის სისრულეში მოყვანა, პროცესი ბევრად მარტივი და გამართული ხდება.

რას მიიჩნევთ SME Business Intelligence დეპარტამენტის ყველაზე დიდ მიღწევად?

საქართველოს ბანკში 2021 წლიდან ვმუშაობ და განვლილ 3 წელიწადზე ფიქრისას სიამაყესთან ერთად პასუხისმგებლობის გრძნობა მეუფლება. 3 წლის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ჩვენი დეპარტამენტის ავტომატური დეშბორდები და რეპორტები ყველაზე ნახვადი იქნებოდა ბანკის მასშტაბით. ამ სამ წელიწადში არა მხოლოდ როგორც ინდივიდი, არამედ  მთელი გუნდი საგრძნობლად განვვითარდით. მიმაჩნია რომ დიდი მიღწევაა, როდესაც ბანკის მასშტაბით შესამჩნევია ჩვენი დეპარტამენტისა და მთელი მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების წარმატება.

თქვენი  აზრით, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი,  რომელიც თქვენს საქმიანობაში გჭირდებათ და გეხმარებათ?

ჩემი აზრით, ეს არის სიახლეებთან მარტივად ადაპტაცია, საკითხების სწრაფად გააზრება და შესაბამისი გადაწყვეტილების მოკლე დროში მიღება. რადგან ჩვენს დეპარტამენტში თითოეული წამი გათვლილი, მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა.

მომავალში როგორ ხედავთ თქვენი დეპარტამენტის პროფესიულ განვითარებას?

ყოველწლიურად, მთელი დეპარტამენტი ვიკრიბებით, რათა განვიხილოთ სამომავლო გეგმები, სტრატეგიები, გავცვალოთ იდეები და შევიმუშაოთ მათი სისრულეში მოყვანის გზები. მინდა ვთქვა, რომ აქამდე გაწერილი ყველა შესასრულებელი სამუშაო წარმატებით განვახორციელეთ, შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ მომავალში დეპარტამენტი გააგრძელებს იგივე ტემპში განვითარებას და არ გაჩერებას. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები