მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის როლი ეკონომიკურ უსაფრთხოებაში მხოლოდ კრიზისის დროს ხდება ანგარიშგასაწევი-ექსპერტი

5e8a35cc92a3a
BM.GE
05.04.20 23:44
994
“ჯანდაცვის როლი გლობალურ ეკონომიკურ უსაფრთხოებაში მხოლოდ კრიზისულ პერიოდში ხდება ანგარიშგასაწევი, სხვა შემთხვევაში კი გლობალური ეკონომიკური პროგნოზები ჯანდაცვის კომპონენტის გარეშე კეთდება”, - მიაჩნია გლობალური ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი შაქარაშვილს, რომელიც ამის შესახებ “ამერიკის ხმას” ესაუბრა.

გიორგი შაქარაშვილი ამის დადასტურებად იშველიებს კვლევას, რომელმაც გააანალიზა, თუ რამდენადაა ინტეგრირებული ჯანდაცვა საერთაშორისო ეკონომიკური უსაფრთხოების კონცეფციაში.

“ანალიზი მოიცავს ებოლას, MERS და SARS ეპიდაფეთქებების მიმოხილვას. შესწავლილი იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის 400-მდე რეპორტი, რომლებიც გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზს აკეთებდნენ. აღმოჩნდა, რომ ეპიდაფეთქებების შემდგომი ორი წლის განმავლობაში მომზადებული რეპორტების 63% მიიჩნევდა ჯანდაცვას, როგორც ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ანალიზის ერთ-ერთ ფაქტორს”, - განუცხადა “ამერიკის ხმას” გლობალური ჯანდაცვის ექსპერტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები