მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანდაცვის სამინისტრო vs კლინიკები - რატომ გახდა “ჯანდაცვის კანონპროექტი” სადავო?

BM.GE
14.06.23 13:04
205
ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვისაუბრებთ და ამჯერად კლინიკების პოზიციას მოვისმენთ. როგორც იცით, პარლამენტმა უკვე დაიწყო განხილვა “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონპროექტის, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს ენიჭება როგორც კლინიკების, ისე ფარმაცევტული კომპანიების ნებისმიერ დროს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შესვლის უფლებამოსილება. იზრდება საჯარიმო სანქციებიც, რაც დაუყოვნებლივ აღსრულებას დაექვემდებარება. რეგულირების სააგენტოს ინსპექტორებს ასევე შეეძლებათ დაწესებულების გაჩერების გადაწყვეტილებაც მიიღონ, თუმცა პარლამენტში საკომიტეტო განხილვისას სამინისტროს წარმომადგენლებმა დააზუსტეს, რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულებას სასამართლოს დადასტურება დასჭირდება. ჯანდაცვის სამინისტრო ცვლილებების მიღების საჭიროებას პაციენტების ინტერესების დაცვით ხსნის. რატომ არის კლინიკებისთვის მიუღებელი ის ცვლილებები, რომელსაც კანონპროექტი ითვალისწინებს? 

სტუმარი: ნიკოლოზ ფრუიძე - "კონსილიუმ მედულას" დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები