მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მე-3 ვადით აირჩიეს

64145a3594405
ირაკლი მოდებაძე
17.03.23 16:22
602
ჯანი ინფანტინო რუანდას დედაქალაქ კიგალიში გამართულ ფიფას 73-ე კონგრესზე პრეზიდენტად მე-3 ვადით, 2027 წლის ბოლომდე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ ინფანტინო საპრეზიდენტო არჩევნებში ერთადერთი კანდიდატი იყო, შესაბამისად, მისი არჩევა ლოგიკურიც გახლდათ.

"ვიცი, რომ ბევრს ვუყვარვარ და ისეთი ადამიანებიც არიან, ვისაც ვძულვარ, მაგრამ მე ყველა მათგანი მიყვარს. გავაგრძელებ ფიფასთვის მსახურებას და ბევრს ვიმუშავებ. გპირდებით, ისტორიაში საუკეთესო მსოფლიოს ჩემპიონატს, გპირდებით, რომ გავზრდით ფიფას შემოსავლებს, გავხდით მას უფრო გამჭირვალეს და სპონსორების ნდობას დავიბრუნებთ. ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რასაც მოუთმენლად ველოდებით" - განაცხადა ინფანტინომ.

ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტი 2016 წელს გახდა, ხოლო 2019 წელს ამ პოსტზე მეორე ვადით დაამტკიცეს. მან თავის დროზე ზეპ ბლატერი შეცვალა, რომელსაც თანამდებობის დატოვება კორუფციული საქმეების გამო მოუწია. რაც შეეხება ინფანტინოს, ის ფიფას პრეზიდენტობამდე უეფაში წლების განმავლობაში მუშაობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები