მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს გამარტივებული წესით შეისყიდის

ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა მიიღო.

როგორც შესყიდვების სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, მედიკამენტი ქვეყანაში 2023-2024 წლებში ეტაპობრივად დაინერგება. შესყიდვის ჯამური ღირებულება 10 მლნ ლარს აჭარბებს. გეგმის მიხედვით, საწყის ეტაპზე 2023 წელს, მკურნალობის პროგრამაში 5-6 პაციენტი უნდა ჩაერთოს.

კომპანია "ბიომარინის" მიერ წარმოებულ მედიკამენტს "ვოსორიტიდს" 2021 წლის 19 ნოემბერს მიენიჭა აშშ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) დაჩქარებული ავტორიზაცია, ხოლო ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ სავაჭრო ავტორიზაცია გაიცა 2021 წლის 26 აგვისტოს.

“ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით გენეტიკურად დადასტურებული აქონდროპლაზიის დიაგნოზი აქვს 19 ბავშვს. მედიკამენტის რაოდენობის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან ბენეფიციარი პროგრამის მოსარგებლედ განისაზღვრება მხოლოდ მშობლის წერილობითი თანხმობის შემდეგ. აგრეთვე, გასათვალისწინებელია მედიკამენტის ეფექტურობის შეფასების კრიტერიუმი. მედიკამენტით მკურნალობა არაეფექტურად მიიჩნევა და წყდება მკურნალობა თუ სიმაღლეში ზრდის მაჩვენებელი არის <1,5 სმ ერთი წლის განმავლობაში. მედიკამენტის დოზირების რეჟიმი განისაზღვრება მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად. სატენდერო პროცედურების ვადებიდან გამომდინარე, აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ მედიკამენტი „ვოსორიტიდი“ წარმოდგენს ინოვაციურ მედიკამენტს, შესყიდვის ელეტქრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება ვერ განხორციელდება.

სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს მიეცეს უფლება
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტის ქვეყანაში ეტაპობრივი (2023-2024 წწ) დანერგვის მიზნით, მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით", - ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები