იაპონიის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია Japan Airlines-ი მხარდაჭერის მიზნით თითოეული თანამშრომლისთვის 150 ათასი იენის (დაახლოებით 1,400 აშშ დოლარი) გადახდას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Japantimes-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, Japan Airlines-ში დაახლოებით 36 ათასი ადამიანია დასაქმებული. ისინი დახმარებას უკვე ივლისის დასაწყისიდან მიიღებენ.
ამასთანავე, ფინანსების დაზოგვის მიზნით, Japan Airlines-ს ხელმძღვანელი იოსიჰარუ უეკიმ საზაფხულო პრემიის აღებაზე უარი თქვა, ხოლო დანარჩენ ხელმძღვანელებს პრემიები 70%-ით შეუმცირდათ.
კორონავირუსის გავრცელების გამო, Japan Airlines-ის ზარალმა პირველ კვარტალში დაახლოებით 22.9 მილიარდი იენი შეადგინა, რაც დაახლოებით 215 მილიონი დოლარია.