მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Japanese Startup Global Pitch Vol.6-ს "ერაივალი" მეტავერსში უმასპინძლებს

6455f6e1b4c4a
BM.GE
06.05.23 10:55
652
Tsucrea იაპონური სტარტაპების ინკუბატორი ორგანიზაციაა, რომელიც, სულ მალე, ერაივალთან და აქსელთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში უმასპინძლებს ღონისძიებას “Japanese Startup Global Pitch Vol.6.”

ღონისძიება გაიმართება 31 მაისს, საქართველოს დროით 11:00 საათზე, Spatial-ის მეტავერსში.

კონფერენციაზე წარდგებიან წარმატებული და პერსპექტიული ქართველი სტარტაპერები. ისინი თავიანთ ინოვაციურ იდეებსა და ბიზნეს მოდელებს გააცნობენ გლობალურ აუდიტორიას, და ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა მოიზიდონ იაპონელი ინვესტორები.

კონფერენციის ძირითადი სამუშაო ენები იქნება იაპონური და ინგლისური.

Japanese Startup Global Pitch-ზე წარმოდგენილი იქნება 4 ინოვაციური ქართული სტარტაპი:

Arrival - წამყვანი მეტავერსიის ღონისძიებების სააგენტო, რომელიც საერთაშორიო მასშტაბით ორგანიზაციებს ეხმარება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებების 3D ვირტუალურ სივრცეში ჩატარებაში.

Elven Technologies  - ინოვაციური სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, ტექნოლოგიურად მოწინავე ხანძარსაწინააღმდეგო კოსტიუმების შექმნას მეხანძრეებისთვის.

Gamo  - მოწინავე ციფრული პლატფორმა, რომელიც ამარტივებს სპორტული მოედნების დაჯავშნის პროცესს.

Voovoo - ქართულ-ლატვიური ტექნოლოგიური სტარტაპი, რომელიც უზრუნველყოფს მანქანის გაქირავების უსაფრთხო სერვისს, და მიზნად ისახავს ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკის მაქსიმალურად შემცირებას.

Აღსანიშნავია, რომ Japanese Startup Global Pitch განსაკუთრებულად უნიკალური შესაძლებლობაა ერაივალისთვის. Ერაივალი, გარდა მონაწილისა, ღონისძიების მასპინძლის როლსაც შეითავსებს, და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცებს, რომ მეტავერსი და ვირტუალური სივრცეები ტექნოლოგიური მომავალია, რომელიც საშუალებას გვაძლევს მსოფლიო მასშტაბით, გეოგრაფიული ბარიერების გარეშე, ჩავატაროთ სრულმასშტაბიანი, ინტერაქციული ღონისძიებები. Ღონისძიებაზე დასწრება ვირტუალური სივრცეში, Spatial-ში, უფასოა, თუმცა ამისთვის წინაწარი რეგისტრაციაა საჭირო. Რეგისტრაციის შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ წვდომას ერაივალის ვირტუალურ სივრცეზე Spatial-ში, შექმნიან უნიკალურ 3D ავატარს, და ჩაერთვებიან კონფერენციის მიმდინარეობაში.

თუ გსურთ თქვენი ღონისძიება ჩატადეს მეტავერსში დაგვიკავშირდით: Საკონტაქტო ინფორმაცია: info@arrivalmeta.co

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები