მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად $10 მილიარდს დახარჯავს

5e4b914d24901
ნათია თაქთაქიშვილი
18.02.20 11:45
902
მსოფლიოში ცნობილი ონლაინ რითეილერი კომპანია Amazon-ის CEO ჯეფ ბეზოსი კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად $10 მილიარდს დახარჯავს. ბეზოსმა გუშინ ახალი ფონდის შექმნის იდეა ინსტაგრამის გვერდზე დაანონსა, სადაც აღნიშნა, რომ კლიმატური ცვლილებების გავლენის შემცირებაზე იმუშავებენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ინიციატივას, რომელსაც Bezos Earth Fund-ი ეწოდება, გრანტების გაცემას ამ ზაფხულიდან დაიწყებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბეზოსის მიერ გაღებული 10 მილიარდი აშშ დოლარი მისი ქონების 8%-ზე ნაკლებს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ქონება 130 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება.

თუკი ბეზოს სხვა მილიარდერებს შევადარებთ, Chronicle of Philanthropy-ის რეიტინგის მიხედვით, მას წინ უსწრებს უორენ ბაფეტი 2006 წელს 36 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის შეწირულობით და ჰელენ უოლტონი (შემდეგში ვოლმარტის მეუღლე) – 2007 წელს გაღებული 16.4 მილიარდი აშშ დოლარით.

„კლიმატური ცვლილება უდიდეს საფრთხეს უქმნის ჩენს პალნეტას. მე მინდა ვიმუშაო სხვების გვერდით და მივაგნოთ ახალ გზას კლიმატური ცვლილების წინააღმდეგ და შევამციროდ მისი გავლენა“- აღნიშნა ბეზოსმა საკუთარ პოსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები