ელექტრონული კომერციის გიგანტის, Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი კომპანიის CEO-ს პოსტს ტოვებს, ამის შესახებ კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა განცხადება. CEO-ს ცვლილება 2021 წლის მესამე კვარტალში არის დაგეგმილი. კომპანიის ახალი ხელმძღვანელი ენდი ჯესი იქნება, რომელიც კომპანიის ვებ სერვისების მიმართულების უფროსი იყო.
ჯეფ ბეზოსი Amazon-ს გასული 27 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა და კომპანია მსოფლიოს უმსხვილეს ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმად აქცია.
როგორც ბეზოსი აღნიშნავს, ის უფრო მეტ დროს დაუთმობს კოსმოსის ათვისებისთვის დაფუძნებულ კომპანია Blue Origin-ს, ასევე ბეზოსის ფონდსა და მის საკუთრებაში არსებულ "ვაშინგტონ პოსტს".
Forbes-ის შეფასებით, ჯეფ ბეზოსის ქონება დღეისთვის $196.2 მილიარდ დოლარს შეადგენს.